
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი
March 30, 2026
Formula News
▪️ „რაც დღეს საქართველოში ხდება, უფრო ჰგავს არა დამოუკიდებლობის იდეის მარცხს, არამედ იმ სამყაროს ბოლო, გააფთრებულ წინააღმდეგობას, რომელმაც თავისუფლებასთან შეგუება ვერ შეძლო. ეს არის იმ პოლიტიკური და მენტალური მემკვიდრეობის რევანში, რომელსაც მოქალაქე არ უყვარს, თავისუფალი არჩევანი აშინებს, პასუხისმგებლობიანი რესპუბლიკა უცხოდ ეჩვენება, ხოლო მონობასთან შეგუება ბუნებრივ მდგომარეობად მიაჩნია.
სწორედ ამიტომ არის ეს ბრძოლა ასეთი მტკივნეული. დამოუკიდებლობა მხოლოდ 1991 წელს გამოცხადებული აქტი არ ყოფილა. ის დღემდე მიმდინარე შიდა გათავისუფლების პროცესია. და თუ დღესაც ასე მწვავედ ვდაობთ საქართველოს მიმართულებაზე, ეს უფრო იმის ნიშანია, რომ რესპუბლიკური იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია, ვიდრე იმის, რომ ის დასრულდა“, — გიორგი თარგამაძის ედიტორიალი 📣 გამოგვყევით 👇 📲 https://www.facebook.com/TVFormula 📲 https://www.facebook.com/FormulaNews.ge 📲 https://www.instagram.com/FormulaOriginals 📲 https://www.instagram.com/FormulaEnglish 📲 https://twitter.com/FormulaGe 📲 https://www.tiktok.com/@TVFormula #TVFormula #FormulaNews #ფორმულა
Formula News
Coverage and analysis from Georgia. All insights are generated by our AI narrative analysis engine.